Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

კვიპროსი

cyprus_photo

კუნძულოვანი სახელმწიფო, ხმელთაშუა ზღვაში.

სახელწოდება:  ოფიციალური — კვიპროსის რესპუბლიკა.

cyprusflagეროვნული: ბერძნული — Κύπρος; Kypriake Dimukratia; თურქული — Kibris; Kibris Cumhuriyeti.
ეტიმოლოგია: სახელწოდება მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum, მართლაც ქვეყანა უხსოვარი დროიდანვე ცნობილია სპილენძის საბადოებით.

გეოგრაფია:

რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 9.251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3,355 კმ²) და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.

სახელმწიფო სისტემა — დემოკრატიული რესპუბლიკა (ბერძნული და თურქული ზონები).
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი დიმიტრიოს ქრისტოფიასი ბერძნულ ზონაში და პრეზიდენტი რ. დენქთაში თურქულ ზონაში.

საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი (80 წევრი) — ბერძნულ ზონაში; ერთპალატიანი პარლამენტი (50 წევრი) — თურქულ ზონაში.

კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფა. cyprus
კვიპროსის რესპუბლიკა იყოფა 6 რაიონად (ბერძნ. επαρχίες, ეპარქია).

 ნიქოზია (Λευκωσία ლევქოზია, თურქ. ლევკოშა) — იყოფა ბერძნულ და თურქულ სექტორებად;
 კირენია (Κερύvεια, თურქ. გირნე) — მთლიანად თურქულ სექტორშია;
 ლარნაკა (Λάρνακα, თურქ. იშქელე) — ბერძნული სექტორი, მცირე ნაწილი თურქულ სექტორში;
 ლიმასოლი (Λεμεσός ლემესოსი) — ბერძნული სექტორი;
 პაფოსი (Πάφος, თურქ. ბაფი) — ბერძნული სექტორი;
 ფამაგუსტა (Αμμόχωστος ამოხოსტოსი, თურქ. გაზიმაგუშა (მაგუშა) — უდიდესი ნაწილი მდებარეობს თურქულ სექტორში, სამხრეთი ნაწილი ბერძნულ სექტორში.

cyprus2დემოგრაფია:

მოსახლეობა — 780 000 (2005), მათ შორის ბერძნები 85 % და თურქები 12 %.
სახელმწიფო ენები — ბერძნული და თურქული.
რელიგია — მართლმადიდებლობა და ისლამი.
დედაქალაქი — ნიქოზია (198 + 46 ათასი, გაყოფილია ორ ნაწილად).
 ქალაქები — ლიმასოლი (149), ლარნაკა (46), ფამაგუსტა (გაზიმაუშა, 36)., პაფოსი (33).

ეკონომიკა:
რესურსები — სპილენძი, პირიტი, აზბესტი, თაბაშირი, საშენი ხე-ტყე, მარილი, მარმარილო, თიხა.
 ექსპორტი — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ღვინო, კარტოფილი, ციტრუსები.
 ვალუტა — ევრო (2008 წლის 1 იანვრამდე — კვიპროსის ფუნტი), თურქულ ზონაში — თურქული ლირა.

ისტორია:

1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვის. გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსი, ტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.

Cyprus3ბრიტანული კოლონიზაციის, რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა, ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა.

ნიქოზია და კოლოსი ცნობილია თავიანთი ციხე–სიმაგრეებით. სწორედ კვიპროსში ნახავთ ლაზარეს სამარხს, წმინდა პეტრეს კოლონას და ლიმასოლი, თავისი სასახლე-ციხე-სიმაგრით,სადაც 1191 წელს ლეგენდარულმა მეფემ რიჩარდ ლომგულად წოდებულმა ქორწილი გამართა, მეფემ კუნძული იერუსალიმისკენ მიმავალმა დაიპყრო.

მართმადიდებლური კვიპროსის მონასტრების უმრავლესობას იუნესკო იცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი კიკოსია, რომელიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. ხატის დანახვა ადამიანს არ შეუძლია: მას სპეციალური ქსოვილით ფარავენ და მხოლოდ პატარა ”ფანჯარას” უკეთებენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულების დროს აღებენ. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვინც ხატს დაინახავდა ის დბრმავდებოდა. როდესაც ბერები ქსოვილს ცვლიან, მაშინაც ხატს ყველა იქ დამსწრემ თვალი უნდა აარიდოს.

ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ღვინის ნამდვილი კულტია. როგორც ამბობენ კუნძულზე ორი სახის ღვინოა : კარგი და უფრო კარგი.

კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამას მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს.