Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

სასწავლო და სტაჟირების პროგრამები კანადაში

Canada

WORKANDSTUDYCANADAGOLDENBRIDGE

 

სწავლა და სტაჟირება

ENGLISHCOURSECANADA

 

 ინგლისური ენის კურსები

 

კანადა (ინგლ. Canada) — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა.

CANADAGOLDENBRIDGEკანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ მკვიდრი აბორიგენები. XV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს კანადის ტერიტორიების დაკავება, თავდაპირველად ისინი მხოლოდ სანაპირო ზოლში სახლობდნენ. მოგვიანებით მათ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიები დაიკავეს და დაიწყეს ბრძოლაჰეგემონობისათვის. ამ მიზნით 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა. დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოური არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა.

კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სომბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატო, დიდი რვიანი, დიდი ოციანი, OECD, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, OAS, აზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაერო. ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.

·    ოფიციალური: კანადა.
·    ინგლისური / ფრანგული: Canada.
·    ეტიმოლოგია: სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვისაგან „კანატა“, რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე „სოფელს“ ან „დასახლებას“ ნიშნავს.
·    ქვეყნის კოდი: CA.

CANADAVANCOUVERGOLDENBRIDGEევროპელებიდან პირველად კანადა ვიკინგებმა აღმოაჩინეს, მათ თავდაპირველად აღმოაჩინეს ნიუფაუნდლენდი (1000 წელს). ამის შემდეგ კანადა და საერთოდ ამერიკა ევროპელებს აღარ აინტერესებდათ. დიდი აღმოჩენების პერიოდში უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის დაკავება პრიორიტეტული გახადა. ეს ტერიტორიები უნდოთად როგორც ინგლისელებს, ასევე ფრანგებს და ესპანელებს. თავდაპირველად კანადის სამხრეთი ტერიტორიები დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა. 1534 წელს , კადის ტერიტორიების დაკავება დაიწყეს ფრანგებმა, ჟაკ კარტიე იყო პირველი ფრანგი რომელმაც გაცურა წმ. ლავრენტის მდინარე, მან საფუძველი დაუდო ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგულ კოლონიზაციას.
კანადა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ის ფართობით მთელს კონტინენტზე ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მსოფლიოში კი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. კანადის ერთადერთი სახმელეთო მეზობელია აშშ. კანადის ჩრდილოეთში მდებარეობს არქტიკა, ეს უზარმაზარი ტერიტორიები გამოუყენებელია საცხოვრებლად. აქ მდებარეობს მცირე სიმაღლის ვაკეები, ყინულის უზარმაზარი უდაბნოები და ტუნდრის უსასრულო სივრცეები. აქ მცხოვრები ადამიანებიდან აღსანიშნავია ესკიმოსთა მცირე ჯგუფი. კანადის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს უამრავი დიდი და მცირე ზომის კუნძული, რომელთაგანაც აღსანიშნავია: ბაფინის მიწა, ვიქტორია, ბანქსი და დედოფალ ელისაბედის კუნძულები.
ადამიანთა საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობები, ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია. სამხრეთის მიმართულებით ჰავა თანდათანობით, თბილი და ტენიანია. სამხრეთში ტაიგა ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულია, რომელიც გარეგნულად აზიის ტაიგას ჰგავს. აქ ხარობს ამერიკული ჯიშის ნაძვი, ლარიქსი, ფიჭვის სახეობები. წიწვიანი ტყეების მდიდარია, ძვირფასბეწვიანი ცხოველებით. პრერიების შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე ხორბლის, ქერის და შვრიის ნათესებია გადაჭიმული. მსოფლიოში ცნობილია კანადური ხორბალი, ხორბალი ძირითადად მოჰყავთ დიდი ტბების ჩრდილოეთ მხარეში.
ქვეყნის დასავლეთი ნაწილი კორდილიერების მთათა სისტემას უკავია, მთები აქ 5 000 მეტრამე აღწევს, ეს მთები მუდმივი თოვლითაა დაფარული. მყინვარებიდან მრავალრივხოვანი სწრაფი მდინარეები მოედინება, მთების კალთები წიწვიანი ტყეებითაა დაფარული. კანადის ყველაზე მაღალი მთა ლოგანია 5.951 მეტრი სიმაღლით. კანადის წიაღი საკმაოდ მდიდარია, განსაკუთრებით ბევრია ნიკელის, სპილენძის, თუთიის, რკინის და კეთილშობილი ლითონების საბადოები, მათგან აღსანიშნავია ოქრო და პლატინა. მოიპოვება ასევე რადიოაქტიული ლითონებიც, აღმოჩენილია ნავთობის და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი საბადოები. ზოგიერთი სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებით კანადას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

canadavancouver1კანადა მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით. მდინარეებზე აგებულია დიდი ჰიდროელექტროსადგურები. ქვეყანა არის ძალიან ბევრი მდინარეები და ტბები. ქვეყანაში მიედინება კონტინენტის დიდი მდინარეები: მაკენზი (4.241 კმ), წმ. ლავრენტი (3.058 კმ), ნელსონი (2.575 კმ), ჩერჩილი (1.609 კმ). ტბებიდან აღსანიშნავია ჰურონი 36.000 (სულ 59.600), დიდი დათვის 31.328, სუპერიორი 28.700 (სულ 82.100), დიდი მონების 28.568, უინიპეგი 24.387, ერი 12.800 (სულ 25.700), ონტარიო 10.000 (სულ 18.960). ქვეყანას ესაზღვრება მსოფლიოს სამი ოკეანე. ჩრდილოეთიდან - ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთიდან - წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან - ატლანტის ოკეანე. მნიშვნელოვნად დაბინძურებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროები. ურბანიზებულ რაიონებში, ანუ ქვეყნის სამხრეთით, მნიშვნელოვნდაა შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.
კანადაში მდებარეობს ჩრდილოეთ ამეერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერი ნიაგარა, ნიაგარა ორი ქვეყნის აშშ-ს და კანდის ტერიტორიაზე მდებარეობს, ჩანჩქერი წარმოიქმნება მდინარე ნიაგარაზე და ჩანჩქერიდან ვარდნილი წყანი ჩაედინება ეირის ტბაში.


კანადის ბუნება ადამიანის ზემოქმედებით, ჯერჯერობით მცირედ არის შეცვლილი, მაგრამ სამხრეთით სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია , ქალაქების დიდი რაოდენობაა, ბუნებაც ძლიერადაა შეცვლილი. მთებსა და ვაკეებში ბუნებრივი კომფლექსების დასაცავად შექმნილია ეროვნული პარკები და ნაკრძალები. მათ შორის ყველაზე დიდი ნაკრძალი არამარტო კანადაში არამედ მთელს ამერიკაში, არის ვუდ-ბაფალო, მისი ფართობია 4,5 მლნ. ჰა. პარკი შეიქმნა 1927 წელს. აქ დაცულია, როგორც ტყის , ისე სტეპური ლადშაფტი. აქ იცავენ ბიზონებს, იშვიათ ფრინველებს და ზოგიერთ სხვა, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს.

·    სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.
·    სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.
·    მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი.
·    საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).


ადმინისტრაციული დაყოფა


ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 10 პროვინცია (province) და 3 ტერიტორია (territory; territoire).
ალბერტა – ახალი შოტლანდია – ბრიტანეთის კოლუმბია – იუკონი – კვებეკი – მანიტობა – ნიუ-ბრანსუიკი – ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი – ნუნავუტი – ონტარიო – პრინს-ედუარდის კუნძული – სასკაჩევანი – ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები

თუ კანადა ტერიტორიის მხრივ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ იგი არ შედის მსოფლიოს პირველ ოცდახუთელ სახელმწიფოთა შორის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ანგლო და ფრანკოკანადელები. მკვიდრი მოსახლეობიდან აღსანიშნავია, ინდიელები და ესკიმოსები. მოსახლეობის 80% ცხოვრობს აშშ-ის საზღვრიდან 320 კილომეტრიან ზონის ფარგლებში. საშუალო სიმჭიდროვე , მაღალია ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით. ჩრდილოეთ ტერიტორიაზე რომელიც მთელი სახელმწიფოს 70% შეადგენს, ცხოვრობს მოსახლეობის 1,5%. ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია არამარტო ჩრდილოეთ რაიონების მკაცრი ბუნებით, არამედ ისტორიული წარსულითაც. მოსახლეოობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, გამოირჩევა სამი ურბანიზებული ზონა: დიდი ტბების სანაპირო ზოლი (ჰამილტონი, ტორონტო, ოტავა). კვებეკის პროვინცია (მონრეალი, ტრუა, რივერი, კვებეკი). წყნარი ოკეანის სანაირო ზოლი (ვანკუვერი, ვიქტორია).
კანადელი მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენენ ევროპული წარმოშბის მოსახლეობა, 2006 წლის აღერის შედეგად კანადაში ცხოვრობს: ინგლისელები (21%), ფრანგები (15.8%), შოტლანდიელები (15.2%), ირლანდიელები (13.9%), გერმანელები (10.2%), იტალიელები (5%), ჩინელები (3.9%), უკრაინელები (3.6%) და ინდიელები (3.5%). დაახლოებით ერთი მესამდი რესპოდენტებისა თავის თავს უწოდებს "კანადელს".


 CANADAMAPGOLDENBRIDGEკანადის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიის წარმომადგენელი სახლობს. აქ გავრცელებულიასხვადასხვა კონფესიები. 200 წლის აღწერის შედეგად[7] კანადის მოსახლეობის 77.1% აღიარებს ქრისტიანობას; აქედან მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკობის მიმდევარია (43.6% კანადელი). მიუხედავად ამის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროტესტანტიზმის მიმდევარია (9.5%), მოისახლეობის ნაწილი აღიარებს ანგლიკანობას (6.8%), ბაპტისტობას (2.4%), ლუთერანობას (2%), და სხვა ქრისტიანულ მიმდევრობებს (4.4%). გარდა ქრისტიანობისა მოსახლეობის 2.0 % ისლამის მიმდევარია, კანადის მოსახლეობის 1.1%-სათვის მშობლიური რელიგია იუდაიზმია.


·    მოსახლეობა: 32.207 ათასი (2003), მათ შორის - ბრიტანული წარმოშობის - 28%, ფრანკოკანადელები - 23%, სხვა ევროპელები - 15%, აზიელი - 6%.
·    ენები: ინგლისური (59%) და ფრანგული (23%).
·    ქალაქები (ათ.) : ოტავა (852; აგლომ. 1.089), ტორონტო (4.492; აგლომ. 5.508), მონრეალი (3.248), ვანკუვერი (1.865), კალგარი (921; აგლომ. 998), ედმონტონი (810; აგლომ. 966), კვებეკი (641; აგლომ. 689).

ეკონომიკა
·    ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 31, მომსახურება 67.
·    ექსპორტი: ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.
·    ბიუჯეტი: 178,600 მლნ $.
·    ვალუტა: კანადური დოლარი (CAD).


მშპ საერთო მოცულობით ქვეყანა პირველი ათეულის წევრია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაა, რაც შეეხება ადამიანის განვითარების ინდექსს, ამ მხრივ კანადას კონკურენტი არ ჰყავს. კანადა პოსტინდუსტრიული ქვეყანაა. მშპ-ს უდიდეს ნაწილს ქმნის მომსახურების სფეროს დარგები. ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვაბ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია: მდიდარი ბუნებრივი რესურსები, დემოგრაფიული ფაქტორი და უცხოური კაპიტალის როლი, სადაც განსაკუთრებულია აშშ-ს პოზიციები. ეკონომიკა ხასიათდება კაპიტალის კონკურენციის მაღალი დონით. მრეწველობის პროფილს განსაზღვრავს ახალი და უახლესი დარგები, ხოლო აგრობიზნესი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში.


კანადაში განვითარებულია მოპოვებით მრეწველობა. აქ მოიპოვებენ პრაქტიკულად ყველა სახის წიაღისეულს. განსაკუთერბით მდიდარია წიაღისეულით ქვეყნის "ახალი რაიონები" ქვეყნის ჩრდილოეთით. მოიპოვებენ რკინის მადანს, სპილენძს, ნიკელს და ა.შ. ცნობილია სპილეძ-ნიკელის საბადო - სადბერი და ურანის საბადო ელიეთ-ლეიკი, ეს საბადოები მდებარეობს ონტარიოს პროვინციაში. ასევე მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით. ელექტოენერგიის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს ჰესები. აღსანიშნავია ჩერჩილ-ფორსი მდინარე ჩერჩილზე და ბოარნუა მდინარე წმ. ლავრენტიზე.


გადამამუშავებელ მრეწველობის დარგებში აღსანიშნავია: ელექტრონიკა, ქიმიური კომპლექსი, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა. გადამამუშავებლ ინდუსტრიის ცენტრებია:მონრეალი, უინძორი, ედმონტონი, ტორონტო და ა.შ.
აგრობიზნესის უმსხვილეს დარგებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. უპირატესობა ენიჭება მემცენარეობა. გამოირჩევა ხორბლისა და სიმინდის წარმოება. მეცხოველეობაში წამყვენია სარძევე მინართულების მესაქონლეობა. სასოფლო პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია სასკაჩევანი, მონიტობა და ონტარიო.
მემკვიდრეობა
კვებეკის ისტორიული რაიონი, ლუნენბურგის ძველი ქალაქი, ალგონქინის, ნაჰანის, დინოზავრის, როკი მაუნთენის ეროვნული პარკები.
ცნობილი კანადელები


·    მწერლები - ალისტერ მაკლეოდი, დუგლას კუპლანდი;
·    გამომგონებლები - ალექსანდერ ბელი (ტელეფონი), ფრედერიკ ბანტინგი (ინსულინი), ჯეიმს ნაისმითი (კალათბურთი)
·    ბიზნესმენები - ჯეკ უორნერი (ფილმ-სტუდიის დამაარსებელი), კენეთ თომსონი (მედია მაგნატი)
·    მსახიობები - მერი პიკფორდი, ქრისტოფერ პლამერი, მაიკლ მეიერსი, კიანუ რივსი;
·    სუპერმოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ნატაშა ჰენსტრიჯი, პამელა ანდერსონი;
·    მუსიკოსები - ოსკარ პიტერსონი, პოლ ანკა, ბრიან ადამსი, სელინ დიონი, შანაია ტვეინი, ავრილ ლავინი, მაიკლ ბუბლე;
·    სპორტსმენები - ჟილ ვილნევი (ავტორბოლა), ბობი ჰალი, გორდი ჰოუ, უეინ გრეცკი, მარიო ლემიე (ჰოკეი), სინდი კლასენი (ჩქაროსნული ციგურაობა).

Canada_photo